„ზუზუ შემოდგომაზე ცოლთან მიდიოდა სტამბოლში“

0
1476

ზუზუ ბეჟაშვილის მეგობარი, ნატა გულიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მსახიობს იხსენებს  და აღნიშნავს, რომ იცოდა მისი გაჭირვებული ცხოვრების შესახებ: „იმ დღეს მეუბნებოდა, ბანკის ვალებმა შემჭამა, ორი ტელეფონი მაქვს გამოტანილი, ერთი დავალომბარდე და გამიყიდეს, მეორე კი დამეკარგა და ორივეს განვადების ფულს მაინც ვიხდიო. ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა დედასთან ერთად. რაც შემეძლო, ვეხმარებოდი.

ცოლი მოუყვანია რამდენიმე თვის წინ…

დიახ და ის გოგო თურქეთში მუშაობდა რომელიღაც კლინიკაში. ზუზუ ამბობდა, მალე მეც წავალ მასთანო. შემოდგომაზე უნდა წასულიყო. ამბობდა, რომ კარგად უგებდნენ ერთმანეთს და კარგად იყვნენ…

ნატა გულიაშვილი გამორიცხავს, რომ ზუზუს გარდაცვალება თვითმკვლელობას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება ნარკოტიკებს, როგორც მსახიობის მეგობარი ამბობს, ნარკოტიკი მასთან არასდროს უხსენებია, დარდის გასაქარვებლად კი ალკოჰოლს ხშირად მიმართავდა – „ერთი პერიოდი კაზინოში თამაშობდა და სულ ვთხოვდით, ასე აღარ მოქცეულიყო. ერთხელ იმდენი მოვიგე, რომ ბანკის ვალები გადავიხადეო, ამბობდა. 4 ათასი ლარი მოუგია მაშინ…“

შეგახსენებთ, რომ მსახიობი გარდაცვლილი დოლიძეზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ლიფტში იპოვეს. ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here