ცნობილმა ქართველმა მოდელმა და დიზაინერმა, სალომე ღვინიაშვილმა სოციალურ ქსელში სახლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ქმარი ზურა ხიზანიშვილი მონიშნა. გაჩნდა მოსაზრება, რომ სალომეს ზურამ ევროპაში სახლი უყიდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად „მიუზიკ ბოქსი“ სალომეს დაუკავშირდა:
“არ გვიყიდია სახლი, შემთხვევით გადავაწყდი იმ სახლის ფოტოებს, რომელშიც მე და ზურა მაშინ ვცხოვრობდით, როცა მანჩესტერში თამაშობდა. ტკბილი მოგონებები მაკავშირებდა ამ სახლთან და ემოციურად იმოქმედა ჩემზე“ – განაცხადა სალომემ.