ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძის დასაცავად: „არაფერი აკლია და წავიდოდა ნებისმიერი მიმართულებით…“

0
2395

ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძის მიმართ გუშინდელი „რეაქციის“ გამო სოცქსელებში წამოსული აგრესიისა და დაცინვის წინააღმდეგ გამოდის. ზურა მხარდაჭერას უცხადებს ნინის და მას ურჩევს, ამდენ ნეგატივსა და შეურაცხყოფას ყურადღება არ მიაქციოს.

გთავაზობთ ზურა ხაჩიძის სტატუსს:

„ვაფრენ შენზე და მენატრები ძალიან, ნინი.♥️ მალე შემოგიერთდები. მანამდე მინდა გთხოვო, რომ არ მიქციო ყურადღება ამ წალკოტს ნეგატივის და შეურაცხყოფას. ხო უსახური ფეიკებია, დაქირავებული კლავიტურის ვირთხები!

მიყვარხარ და გკოცნი ბევრს სუფთა, სიყვარულით სავსე გულში. „რაც არ გვკლავს გვაძლიერებს” , „ესეც გაივლის”, „მტერსა რათ უნდა” და ასე შემდეგ. რას დაუწერ იცი იმათ, ვინც შენ გულს გტკენს და ცუდს წერს, ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ, რაც ამოგდით პირიდან… ნინი კი ჩემი გოგოა და რასაც აკეთებს, მე ხო ვიცი მისი გული, მისი სისუფთავე ,ერთგულება და სიყვარული მისი ქვეყნის მიმართ. ნინის არაფერი აკლია ისე ცნობისათვის და წავიდოდა ნებისმიერი მიმართულებით. გფარავდეს წმინდა ნინო. ამინ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here