ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად „ოტიუმში“ ღონისძიებას გეგმავს. მუსიკალურიბ საღამო 2 მარტს გაიმართება. ზუკა ხუციშვილი ყველა იმ სიმღერას შეასრულებს, რომელიც მამის, გიო ხუციშვილის რეპერტუარში შედიოდა და ზუკამ ბენდთან ერთად ახლებურად ააჟღერა. საინტერესოა, რომ ამ საღამოს სტუმრები იქნებიან ნატო გელაშვილის ვაჟები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები.