5.8 C
Tbilisi
Wednesday, November 9, 2022

ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად კონცერტს „ასა ჰოლში“ გამართავს

ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად, რომელიც მცირე ხნის წინ შეკრიბა, მორიგ კონცერტს 26 იანვარს გამართავს. მუსიკალური ღონისძიება, სადაც ყველა ის სიმღერა შესრულდება, რომელიც გიო ხუციშვილის რეპერტუარიდან მსმენელს ძალიან უყვარს, „ასა ჰოლშია“ ჩანიშნული. საღამოს წამყვანი ხატია შამუგია გახლავთ.

კონცერტი ნინოობის დღესასწაულის შესახვედრად კეთდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ზუკა ხუციშვილი გააქტიურებულია და მსმენელთან შეხვედრას ხშირად ახერხებს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები