ნინო ცქიტიშვილის Lookmodels-ის რიგით მეორე მოდელი დღეს მილანის მოდის კვირეულზე Emporio Armani -ის ჩვენებას გახსნის. Giorgio Armani თაკო ნაცვლიშვილის შემდეგ კიდევ ერთი ქართველი მოდელით მოიხიბლა. მოდელმა ბრენდის ახალი კოლექციის სამი ნამუშევარი მოირგო. ჩვენებაზე მისი გამოსვლები სოციალურ ქსელში მალე აიტვირთება. ეს მოდელი გახლავთ ზინი ქაჯაია.