ზღაპარი კეთილი დასასრულით – ჰოლანდიელი ფეხბურთელი მალაიზიელ პრინცესაზე დაქორწინდა

0
2062

ზღაპარი კეთილი დასასრულით – ჰოლანდიელი ფეხბურთელი მალაიზიელ პრინცესაზე დაქორწინდა. პრინცესა ტუნკუ ტუნ ამინაჰ სულთან იბრაჰიმის გულის მოსაგებად მუჰამედ აბდულას ისლამის მიღება და გამოსასყიდის – 4 ევროს გადახდა დასჭირდა. მუჰამედისა და ტუნკუს სიყვარულის ისტორია მართლაც ნამდვილ ზღაპარს გავს. ბიჭი გოგოს კაფეში შეხვდა, შეუყვარდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო, რომ მისი გულისსწორი ნამდვილი პრინცესა იყო. თანაც არა უბრალო პრინცესა, არამედ მალაიზიის ყველაზე გავლენიანი სულთანის ერთადერთი ქალიშვილი. მუჰამედსაც, რომლის ნამდვილი სახელიც დენის ვერბასია, ბევრი არ უფიქრია და თავის ცხოვრებაზე, კარიერასა და სარწმუნოებაზე უარი თქვა, საცხოვრებლად კი მალაიზიაში გადავიდა. თუმცა, სანუკვარი მიზნის მისაღწევად ყოფილ ფეხბურთელს მაინც 3 წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. წყვილის ქორწილი მალაიზიური ტრადიციებით გაიმართა და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა – 1200 ადამიანი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ უძველესი ტრადიციის მიხედვით, მუჰამედმა ტუნკუს ოჯახს გამოსასყიდი – 4 ევროც გადაუხადა და ამით მათი კეთილგანწყობა დაიმსახურა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here