ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი „აღსარება“ – ნახეთ პირველი ტრეილერი!..

0
3322

ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი „აღსარება“, რომელზეც რეჟისორი ბოლო წელიწადია, მუშაობს, თითქმის დასრულებულია. რეჟისორმა ახლახან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფილმის ტრეილერი. მთავარ როლს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი განასახიერებს. ის თამაშობს სასულიერო პირს, რომელიც ჩადის სოფელში, სადაც ეკლესიაში დიდი ხანია, წირვა არ შესრულებულა… მამაოს აფრთხილებენ, რომ წინ რთული გზა ელის, რადგან სოფელში არცთუ კარგი ხალხი ცხოვრობს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ქართველი მაყურებელი ფილმის ხილვას, მოლოდინი კი ძალიან დიდია. „მანდარინების“ რეჟისორს „ფეისბუქზე“ უწერენ:

„ძალიან საინტერესო ფილმი ჩანს“, „მეცოტავა ტრეილერის ნახვა“, „ველი მოუთმენლად“, „მსახიობების ისეთი ნაკრებია, უკვე ძალიან საინტერესოა, დამაინტრიგებელი“, „ბედნიერია ყველა, ვინც თქვენს ფილმში თამაშობს“.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძე ქართველი რეჟისორია, რომლის მიერ გადაღებული ფილმი „მანდარინები“ „ოსკარის“ ხუთეულში მოხვდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. მართალია, ფილმმა ჯილდო ვერ მიიღო, მაგრამ ეს თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის წარმატებულ ნაბიჯად შეფასდა. (ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here