ზაზა ოქუაშვილისა და ნატო ჩხეიძის ვაჟი რეპერია – „მუსიკა არჩევნების თემაზე დავწერე…“

ზაზა ოქუაშვილისა და ნატო ჩხეიძის ვაჟი რეპერია – „მუსიკა არჩევნების თემაზე დავწერე…“

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისა და პოლიტიკოსის, ნატო ჩხეიძის ვაჟი, გიორგი ოქუაშვილი, რომელიც ჰიპ-ჰოპში ფსევდონიმით Geo Oku წერს სიმღერებს, 14 წლიდან დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში ცხოვრობს და იქ სწავლობს. გიორგიმ ინტერიერის დიზაინის სპეციალობა აირჩია, თუმცა პარალელურად, მუსიკალური კარიერის აწყობას ცდილობს. მისი ჟანრი ჰიპ-ჰოპია. ბავშვობიდან კალათბურთზე დადის და იქ გაიცნო თავისი თანატოლები, რომლებსაც ასევე მოსწონდათ რეპის ჟანრი და თავადაც წერდნენ სიმღერებს.

გიორგი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ამსტერდამში ჩაფრინდა, სადაც თავისი რეჟისურით პირველი ვიდეორგოლი გადაიღო. სწორედ იქ ლეგალურად გასინჯა პირველი ნარკოტიკული საშუალება Gelato-41 – „თავისუფლებასა და ლონდონსა და ამსტერდამზე ვრეპავდი, ის მოსაწევიც მომეწონა, მაგრამ თანატოლებს ვურჩევ, რომ შემოქმედებითი გზა სხვანაირად მონახონ და გართობის სხვა საშუალებებიც არსებობს, რითაც არც შენ დაზიანდები და არც ახლობლებს დააზიანებ“.

რეპერი ნიუ იორკშიც გახლდათ, ერთ-ერთ სტუდიაში Premier Recording, სადაც ცნობილი რეპერები წერენ თავიანთ ნამუშევრებს, იქ ერთ-ერთი სიმღერა „Lifestyle“ ჩაწერა. გიორგის ასევე ჩანაწერები აქვს გაკეთებული შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში, სხვადასხვა მუსიკალურ სტუდიაში.

„შარშან, ზაფხულში, ვმონაწილეობდი დედაჩემის, ნატო ჩხეიძის საარჩევნო კამპანიაში, როცა დავწერე მუსიკა არჩევნების თემაზე.

მას შემდეგ გადავწყვიტე, გავაკეთო სოლოპროექტი და რამდენიმე სიმღერა დავწერე კიდეც, რომელსაც მალე ჩავწერ და გამოვუშვებ ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე…“, აღნიშნავს რეპერი.

(ფოტო/ვიდეო)

სიახლეები/

|

March 31, 2021 / 5:57 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

პირველი პროფესიონალური ფოტოები თაკო მელიქიშვილის ახალი კლიპის გადაღებიდან

ცნობილი მომღერალი, „არ დაიდარდოს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, თაკო მელიქიშვილი თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეორგოლით გაანებივრებს. კლიპის გადაღებები უკვე დასრულებულია. რეჟისორმა ზურაბ ციციშვილმა ყველა ჩანაფიქრი განახორციელა და ვიდეროგოლში რამდენიმე ლოკაცია გამოიყენა. თავად მომღერალიც სხვადასხვა ფორმაში მოგვევლინება კლიპში. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ტექსტისა და მელოდიის ავტორიც ის გახლავთ. ცირა ბზიშვილსა და თაკო მელიქიაშვილს […]

ფოტო: შორენა ბეგაშვილი აბაზანაში შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს

შორენა ბეგაშვილს ძალიან უყვარს სხვადასხვა ტიპის ქალის თეთრული და ამის დემონსტრირებას ხშირად ახდენს სოციალურ ქსელებში. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სექსუალურ შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს. ფოტო აბაზანაშია გადაღებული. (ფოტო)

ფოტო: სტეფანესა და მაია დარსმელიძის გოგონა უკვე თინეიჯერია

სტეფანე მღებრიშვილსა და მაია დარსმელიძეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავთ, ფანი. როგორც სტეფანე წერს, მის გოგონას დღეს 13 წელი შეუსრულდა. ფანი უკვე თინეიჯერია. როგორც ცნობილია, ის ძალიან კარგად მღერის და ცეკვავს. ფანის ფოტოს სტეფანემ ასეთი წარწერა გაუკეთა: „უკვე თინეიჯერი, 13 წლის! ჯანმრთელი და ბედნიერი იყავი მუდამ!“ საყვარელი გოგონას ფოტოს ასევე აქვეყნებს მაია დარსმელიძეც და აღნიშნავს: „გუშინ რომ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა