ზაზა ფაჩულიას ვაჟმა მსოფლიოს პრესა აალაპარაკა

0
2743

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, ზაზა ფაჩულიას ვაჟი, საბა ფაჩულია მოექცა. ცნობილმა პორტალმა bleacherreport.com-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც საბა ფაჩულიას ვიდეო დაურთო. 7 წლის საბა, სკოლაში კალათბურთს ხშირად თამაშობს და თავის გუნდში გამორჩეულიცაა. როგორც ჟურნალისტი წერს, უმცროსმა ფაჩულიამ სტეფ კარის თვისებები გამოავლინა.

“ბავშვები ხშირად ბაძავენ საკუთარ კერპებს. ზაზა ფაჩულიას შვილი, საბა ფაჩულია არ ცდილობს გაჰყვეს მამამისის ძალისმიერ სტილს. საბამ მატჩის საფინალო სირენის თანხლებით მოედნის ცენტრიდან ბურთი ჩააგდო, რითაც მან უფრო მეტად სტეფ კარის თვისებები გამოავლინა” – ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია ამჯერად ტრავმირებულია და რეაბილიტაციას გადის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here