ზაზა ფაჩულიას ლამაზმანი ცოლი და ადრე შექმნილი ოჯახი…

0
406

ზაზა ფაჩულიას სახელი დღეს ყველას პირზე აკერია და სოციალურ ქსელშიც მისი სახელი და გვარი ყველაზე ხშირად იწერება. მთელი საქართველო ეხმარება, რომ “All Star“-ში თამაში შეძლოს. ზაზას კარიერაში კარგი პერიოდი აქვს, თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია, რაზეც არაერთხელ ულაპარაკია.

ზაზამ და თიკამ ოჯახი ადრე შექმნეს, თიკა 19 წლის იყო, ზაზა – 24-ის. მეცხრე წელია, ერთად არიან. თიკა მოცეკვავე გახლდათ, მაგრამ კარიერა აღარ გაუგრძელებია. წყვილს სამი შვილი, დათი, საბა და მარიამი შეეძინა, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ.

კითხვაზე, ვინ არის ოჯახში ლიდერი, თიკა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პასუხობს, რომ ეს ზაზაა, რადგან პირველ რიგში, მის აზრს კითხულობენ, თუმცა კალათბურთელი ყოველთვის ითვალისწინებს მეუღლის მოსაზრებას.

“დათისაც და საბასაც ძალიან უყვართ ჩემს თამაშებზე სიარული. იშვიათად აცდენენ ჩემს თამაშებს და მგულშემატკივრობენ. ეს ჩემთვის ენერგიის მომცემია. თუ ამათ არ ვხედავ, ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად. ვერ ვთამაშობ… იყო შემთხვევა, როცა დაიგვიანეს და ის თამაში ძალიან ცუდად ჩავატარე, რადგან სულ სხვა რაღაცებზე ფიქრობენ…“

წყვილის თქმით, არის საკითხები და ეს ყველა ოჯახშია, როცა ვერ თანხმდებიან, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი თემები.

როგორც ზაზა ამბობს, მისი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ყოველ დღე ერთი და იმავე საკვების ჭამა არ შეიძლება და ეს თიკამ კარგად იცის. “რთული გრაფიკი მაქვს, როცა თამაში არ მაქვს და სახლში ვარ, ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ოჯახურ საქმეებში, მით უმეტეს, ორი ბიჭი გვყავს“. თიკა მიიჩნევს, რომ ზაზა ძალიან კარგი მამაა.

სამი შვილის მიუხედავად, თიკა ფანტასტიკურ ფორმაშია. ხშირად სტუმრობს ფიტნესცენტრს და ამას ჩვენი ფოტოგალერეაც ადასტურებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here