ზაზა ფაჩულიას გოგონა შეეძინა – რა დაარქვეს ახალშობილს

0
2588

სანამ ზაზა ფაჩულია ისრაელში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლისთვის იღწვის, მის დიდ ოჯახში მატებაა. ცნობილი კალათბურთელის მეუღლემ, თიკა ალავიძემ ახლახან იმშობიარა. წყვილს მეოთხე შვილი შეეძინა, გოგონა, რომელსაც ნუცა დაარქვეს. პატარა გოგონას წონა 4 კგ. და 100 გრ.-ია.

სამწუხაროდ, ზაზა მეოთხე შვილის გაჩენას ვერ დაესწრო, რადგან პროფესიულ საქმიანობაშია ჩართული. თიკა საქართველოშიც ვერ ჩამოჰყვა მეუღლეს, როდესაც ზაზას აქ დიდი დახვედრა მოუწყვეს, ვინაიდან ორსულობის ბოლო თვეში იყო. თიკამ აშშ-ში იმშობიარა.

წყვილს ვულოცავთ მეოთხე შვილის შეძენას და პატარა ნუცას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ.ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here