ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მიმართავს

0
17

NBA All Star, რომელი 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება, სამწუხაროდ ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაივლის. რამდენიმე საათის წინ NBA-მ ხმის მიცემის საბოლოოს შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქართველი კალათბურთელი მეოთხე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ზაზას დაახლოებით 14 000 ხმა დააკლდა და 768 112 ხმის მოგროვება შეძლო. პირველ სამეულში მოხვდნენ კობი ბრაიანტი, კევინ დიურანტი და კავაი ლეონარდი.

NBA All Star-ის საბოლოოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ფაჩულიამ სოციალური ქსელით მიმართა გულშემატკივრებს და მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის….

“ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა.
ძალა ერთობაშია.” – წერს ქართველი კალათბურთელი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here