27.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

ზალიკო ბერგერის დაბადების დღე ცნობილი სახეებით, ფოიერვერკებითა და ტორტით

ზალიკო ბერგერმა დაბადების დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა და უამრავი ცნობილი მეგობარიც მიიპატიჟა. ზალიკოს თავისი დაბადების დღე ძალიან უყვარს და ცდილობს, მაქსიმალურად პომპეზურად გადაიხადოს.

ზალიკო ბერგერი:

უკვე მეორე წელია, დაბადების დღე აღვნიშნე შარდენზე, კლუბ “ეგოისტში”. შარშან ახალი გახსნილი იყო ეს კლუბი, ისე “იუნიკის” ტერასაზე ვაკეთებდი, მანამდე “მისონიში”.

დაბადების დღე 2 იანვარს მაქვს და სახლში ამ დღეს მოდიან სტუმრები, ამიტომ პირველ იანვარს ვაკეთებ კლუბში და ბედობასა და დაბადების დღეს ვხვდები მეგობრებთან ერთად. ძალიან ვერთობით ხოლმე. წელს უფრო ნაკლები მომღერალი იყო, ვიდრე შარშან, ახლა დიჯეი უკრავდა უფრო მეტს. ისე მაგრად დაუკრა, რომ ყველამ მაყურებლიან-სტუმრიანად თქვა, არ უნდა ამის მეტი არაფერიო. პარიზის ყველაზე “სვეცკი“ კლუბის სიტუაციააო და მადლობა ამისთვის DJ Izzy-ს. Happy Birthday მიმღერეს ჩემმა დეიდაშვილმა, ზურა ხაჩიძემ, ნინამ, ნინი ქარსელაძემ, რატი დურგლიშვილმა. ცნობილი მეგობრებიდან იყვნენ მამულიჩა, ოთო ფოლადაშვილი, ეკო ფანგანი, ცნობილი ფეხბურთელები და მორაგბეები, ოლიმპიური ჩემპიონები და ბიზნესმენები. ტრადიციულად სულ არის ხოლმე ჩემთან ერთად და წელს ვერ მოახერხა აჩიკო მეფარიძემ, რადგან ნიუ-იორკშია კონცერტით. ასევე გვაკლდნენ მერაბ სეფაშვილი და ქრისტინე იმედაძე.

სადღაც დილის 5 საათამდე ვიყავით, დავჭერით ტორტი და იყო ფოიერვერკი. ძალიან მოვილხინეთ.

რა საჩუქრები მიიღე?

წელს და შარშან სულ სასმელი მაჩუქეს, ვისკი და კონიაკი, ძვირიანი, მაგრამ სუნამოები მერჩივნა და პირდაპირ ვითხოვ ხოლმე “პაკო რაბანის“ “მილიონს“, ან ვამბობ, კუპიურები მირჩევნია-მეთქი (იცინის).

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები