ზალიკო ბერგერის ვიდეომ, სადაც ის მთვრალი ბათუმის ქუჩებში დახეტიალობს და მიშა სააკაშვილზე, ბათუმზე და კახა ცისკარიძეზე საუბრობს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ძირითადად, დადებითი.
ზალიკოს თავად ეს ვიდეო არ უნახავს, რადგან როგორც თავად ამბობს, პირველივე წამებზე რომ ჩართო და გინება გაიგო, შერცხვა და ყურება აღარ გაუგრძელებია.
ახლა კი დიზაინერმა გამბედაობა მოიკრიბა და აპირებს, ვიდეო ნახოს, ოღონდ მთვრალმა.
ის წერს:
„ესეიგი, რაც შეეხება ჩემს სუპერპოპულარულ ვიდეოს, მე თვითონ ჯერ არ მინახია,რამდენი დავაპირე ჩემ მთვრალ სახეს რომ ვხედავ, ვეღარ ვუყურებ, ამიტომ დღეს ვაპირებ, რომ დავლიო და ისე ვნახო, რადგან ხვალ თქვენთან ერთად მიმოვიხილო „ვანოს შოუ“-ში… ხვალ ნაბახუსევი ლაივი მოდის უკვე დღისით „ვანოს შოუს“ ჩაწერიდან…“, აღნიშნავს ზალიკო.