ზალიკო ბერგერი თათია შარანგიას გადაცემას „სთორი“ ესტუმრა და ბევრ კითხვას გასცა პასუხი, მათ შორის ისაუბრა იმის შესახებაც, რატომ მიიჩნევს ქართველ ქალებს მუდმივად უკმაყოფილოებად.
ზალიკო ბერგერი:
„ქართველი ქალების ცხოვრება ის არის, რომ სულ უკმაყოფილოები არიან. ძნელია, ქართველი ქალი იყოს კმაყოფილი. ქართველ ქალს გამოარჩევ უკმაყოფილო სახით. პირველად დუბაიში რომ ვიყავით, ადამ და ევას დროს, მაშინ ასე ვერ დადიოდა ყველა და ქალებსაც რთულად უშვებდნენ, ქართველი ცოლ-ქმარი შეგვხვდა, ცოლი ქმართან ერთად ერთი კვირა იყო დუბაიში და მაინც უკმაყოფილო იყო…“