14.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

ზაკ ეფრონი უხერხულ მომენტში დააფიქსირეს

გასულ წელს მაყურებელი ჰოლივუდური კომედია “Neighbors” იხილა, 2016 წელს კი კინოთეატრებში ახალი ფილმი “Neighbors 2” გამოჩნდება, რომელიც იმავე მსახიობებით იქნება დაკომპლექტებული, თუმცა რეჟისორი ნიკოლას სტოლერი მეორე ნაწილში განსხვავებულ და საინტერესო სიუჟეტს გვპირდება.

“Neighbors 2: Sorority Rising” – ასეთი გახლავთ სურათის სახელწოდება, რომელიც კინოგაქირავებაში მომდევნო წლის მაისში ჩაეშვება. ნამუშევარზე მუშაობა რამდენიმე კვირაა დაიწყო და მსახიობები უკვე გადასაღებ მოედანზე ბრუნდებიან.

სულ ახლახან პაპარაცებმა ფილმის მთავარი გმირი, ზაკ ეფრონი ატლანტაში, ერთ-ერთი სცენის გადაღებებზე დააფიქსირეს. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ მომენტმა მიიქცია, როდესაც მსახიობი საკუთარ საცვლებში იქექებოდა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები