Zac Efron-ი მაშველი ხდება

0
20

ძალიან მალე შესაძლოა Zac Efron-ი სერიალ “Baywatch”-ის მიხედვით შექმნილ ამავე სახელწოდების ფილმში ვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, გამოცემები უკვე საუბრობენ, რომ “Neighbors”-ის ვარსკვლავი მალე მაშველის იმიჯს მოირგებს.

“Baywatch”-ის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია რომელი კინოკომპანია მოიპოვებს მისი გადაღების უფლებას და ვინ იმუშავებს ფილმზე. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია დაზუსტებით, რომ ნამუშევარში ერთ-ერთ მთავარ როლს Dwayne Johnson-ი შეასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ ოთხმოცდაათიანების გახმაურებული სერიალის “Baywatch”-ის სრულმეტრაჟიან რიმეიქზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დაიწყება…