16.8 C
Tbilisi
Wednesday, September 14, 2022

ყველაზე სახალხო პროექტი “ნიჭიერი“ დასრულდა – ვინ გახდა რადიო ჰოლდინგ ფორტუნას რჩეული?

“ნიჭიერი 2017“ დასრულდა. მეშვიდე სეზონის დასასრულს, ფავორიტების მხარდასაჭერად 134 ათას 506 ხმაშემოვიდა. აქედან ყველაზე მეტი-42% ეკატერინე აბულაძემ მიიღო. მას პრიზის სახით ოროთახიანი ბინა გადაეცა საჩუქრად.

მეგაშოუს ფინალურ კონცერტში სულ 9 კონკურსანტი მონაწილეობდა. ნიჭიერის პარტნიორი კომპანიებისგან თითქმის ყველა კონკურსანტმა მიიღო საჩუქარი. მათ შორის იყო 8 წლის მარიამ ურუშაძე, რომელიც „ფორტუნას“ და „არ დაიდარდოს“ რჩეული გახდა. ვირტუოზ შემსრულებელს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე დასასწრები ორკაციანი საგზური, რადიოჰოლდინგ ფორტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თათა სადრაძემ გადასცა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები