ჯაზ ფესტივალი გვიახლოვდება და სამზადისიც აქტიურ ფაზაში გადადის. სწორედ ჯაზ ფესტივალზე სასაუბროდ ეწვია გიორგი კერესელიძე თათა სადრაძის გადაცემა არტ FM-ს. გეტყვით, რომ მე-5 წელია რაც საქართველო საერთაშორისო ჯაზის დღეს აღნიშნავს, ამიტომაც თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი შემოდგომის ნაცვლად წელს სტარტს გაზაფხულზე აიღებს და ის 28, 29 და 30 აპრილს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად ჯაზის მოყვარულებს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს შესთავაზებს. მათ შორის არიან Miles electric band – სპეციალური სტუმარი რავი კოლტრეინი, ამერიკული ჯაზ-ტრიო bad plus-ი და აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი naturally 7. ამას გარდა წლევანდელი თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად ცნობილი ჯაზ შემსრულებლები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებენ, რომელიც სრულიად უფასო იქნება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთები კი 26 მარტიდან ონლაინ ticket.ge-ზე გაიყიდება.