ყიფშიძეებს ბინა აუქციონზე გაუყიდეს!.. – „ზურა ამას არ იმსახურებდა…“

0
1900

ლენუკა ყიფშიძე მამის, ზურა ყიფშიძის ფოტოებს აქვეყნებს და ასევე სტატუსს, სადაც გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ცნობილ მსახიობთან ბევრს შეეშალა. გთავაზობთ ლენუკას მოსაზრებას:

„საერთოდ ვერ ვიტან კომენტარების წერას და განხილვას საჯაროდ რაღაცების. პირველ რიგში, მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად მყავდეს და ჯანმრთელად. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად. არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი მიხედავს, ვინ ვინ არის და მიუგებს ყველა მაგის გამო…“

რასაკვირველია, fortuna.ge დაინტერესდა, რას გულისხმობს ლენუკა და მას შევეხმიანეთ დამატებითი კომენტარისთვის. როგორც შევიტყვეთ, ყიფშიძეების ოჯახის ახლობელმა მათი გუდიაშვილზე მდებარე ბინა ბანკში ჩადო და სამწუხაროდ, თანხა ვერ დაუბრუნა, რის გამოც ბინა დაკარგეს…

ლენუკა ყიფშიძე:

„გუდიაშვილზე გვქონდა ბინა, დედაჩემისა და დეიდაჩემის, რომლის იმედადაც ვიყავით. ახლობელს ჩავუდეთ, ვითომ ფული უნდა მოეცათ, მაგრამ მოგვატყუეს. არ მინდოდა, ზურას გაეგო, ვიფიქრე, ჩვენით მოვაგვარებდით, მაგრამ ახლახან გაიგო ზურამ. ვის არ სთხოვა, თუმცა არაფერი გამოვიდა. ახლახან ბანკმა აუქციონზე გაგვიყიდა. ისიც ვიცი, ვინ შეიძინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ვისაც ხმა მიაწვდინა, არაფრით დაეხმარნენ. მით უმეტეს, ზურა ისეთი ადამიანია, რომელიც კაპიკს არავის სთხოვს. რაც აქვს, იქით ეხმარება ხოლმე ყველას… სამწუხაროა, რომ ზურას გვერდით არავინ დაუდგა…

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here