წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიისთვის მზადება უკვე დაიწყო

წელს „ოქროს ტალღა“ ივნისის თვეში ჩატარდება და სანამ სპეციალური ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს, მანამდე გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთ რჩეულ სიმღერას ხმა მისცენ 24 საათში ერთხელ Goldenwave.ge-ის მეშვეობით. ყოველ სამშაბათს მედიაჰოლდინგ ფორტუნაში შემავალი ოთხივე რადიოსადგურის ეთერში გადაცემა ოქროს ტალღის დღიურები გავა. გადაცემის პირველი სტუმარი კი ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლიკა დოლიძე იყო. თუ რა სიმღერა არის წლის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარდგენილი და რა მოლოდინები აქვს მომღერალს, ამ ყველაფრის შესახებ ის ჩვენს კამერებთან ჰყვება.

Scroll to Top