ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს სექტორი დღითიდღე ვითარდება, შესაბამისად იმრავლა ისეთი ტიპის დაჯილდოებებმა, რომელიც ხელს უწყობს მათ წინსვლას და წახალისებას. ამჯერად, საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია „წლის ლიდერი“ გაიმართა, რომელიც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი პროექტია.