ხელოვნება და მეცნიერება ეს ის ორი მიმართულებააა, რომელსაც საზღვრები და მასშტაბები არ გააჩნია. ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიაც სწორედ თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას ემსახურება და წახალისების მიზნით, ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედებს ხელს უწყობს შესაძლებლობების რეალიზებაში. „წინანდლის პრემიის“ 2018 წლის გამარჯვებულთა ვინაობა კი უკვე ცნობილია.