2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მე-11-ედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე.
2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავზება, 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა „ბზიკებმა“ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა სიმღერით „მზეო“ მოუტანა. გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.
2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მალტის დედაქალაქი ვალეტა მასპინძლობდა.