17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ველქამ თუ ჯორჯია! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლისგან სწორედ 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება, სადაც 800-მდე სტუმარი მათ შორის პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია დაესწრება.