Welcome to Georgia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია

0
2559

Welcome to Georgia, სწორედ ასე ქვია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ტრადიციულად უკვე მე-3 წელია გამარჯვებულებს ავლენს განსხვავებულ ნომინაციებში. ეს შეიძლება იყოს საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო, საუკეთესო მოგზაური ფოტოგრაფი ან თუნდაც საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება. წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა და 19 ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონიას კი ესწრებოდა 700-მდე სტუმარი, მათ შორის ახლად არჩეული თბილისის მერი, პირველი ვიცე პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროექტის ნომინანტები, პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here