ქართულ ბიზნესში სიახლეების გაგების შესაძლებლობა და ინფორმაციის გაცვლა ტურიზმისა და მასპინძლობის სფროში, “welcome to Georgia”-ს, იგივე “ტურიზმის ეროვნული დაჯილდოები“-ს მთავარი მიზანია. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით რიგით მესამე კონფერენცია სასტუმრო “ბალტიმორ თბილისში” გამართა. სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, ბაზრის წამყვანმა პროფესიონალებმა კი პრეზენტაციები მასპინძლობის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოების შესახებ წარმოადგინეს. კონფერენცია პროექტის თანადამფუძნებელმა და მმართველმა, მარინა ჩაიკამ გახსნა, რომელიც ნომინანტებს საინტერესო საკონკურსო წელს დაჰპირდა.