წელს „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელია, რომელიც „ქუინის“ გასაოცარი ინტერპრეტაციებით გახდა ცნობილი. „ბოჰემურ რაფსოდიაში“ ფრედი მერკურის ტრეკების გადამღერების შემდეგ, მარკ მარტელის პოპულარობა ერთიორად გაიზარდა. დღეს ის მსოფილიოს გარშემო სწორედ ლეგენდარული „ქუინის“ რეპერტუარით მოგზაურობს.
სწორედ ლეგენდარული ბრიტანეული ჯგუფის სიმღერების შეასრულებს ის 11 ივნისს, ოპერისა და ბალეტის თეატრში, რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” წლის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებაზე.
https://www.facebook.com/marcmartelmusic/videos/288458512069958/?v=288458512069958
ამჯერად მარკი ისრაელში იმყოფება, სადაც თელ-ავივში მის კონცერტზე დასასწრები ბილეთები გასაოცარი სისწრაფით გაიყიდა. ყველა ბილეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიყიდა, სანამ მარკი ისრაელში ჩაფრინდებოდა. კონცერტი რამდენიმე საათის წინ გაიმართა და ის სრული ანშლაგით ჩატრადა. კონცერტის ამსახველი ფოტოები მარკმა სოციალურ ქსელში თავად გააზიარა.