„ვოგი“ ქართველი მოდელით დაინტერესდა, რომელიც „ბალენსიაგას“ და „გუჩის“ ახალის სახეა

0
721

ანნა გავვა ქართველი მოდელია, რომელიც „ბალენსიაგას“ და „გუჩის“ ჩვენებებზე გამოვიდა და რუსული „ვოგის“ ყურადღებაც მიიქცია. გამოცემამ მას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც წერს, რომ ანა გავვას ისტორია ბევრისთვის შთამაგონებლად შეიძლება იქცეს.

„ვოგი“ წერს:

„როცა ანნა საკუთარ კარიერას ჯერ კიდევ იწყებდა, მას არ ჰქონდა სამოდელო სააგენტოს მხარდაჭერა, შესაბამისად, გფაქტობრივად, შეუძლებელი იყო თანამშრომლობა წამყვან მოდის სახლებთან. გოგონამ დამოუკიდებლად საქმიანობა გადაწყვიტა. „გასულ წელს საქართველოში „ვეტმანის“ კასტინგი მიმდინარეობდა, რომელიც გამოვტოვე, რადგან არ მყავდა დედა სააგენტო, მაგრამ მაინც დავუკავშირდი კასტინგის რეჟისორს და ჩემი კანდიდატურა შევთავაზე“, ჰყვება გოგონა. მან მაინც ვერ მოასწრო „ვეტმანის“ შოუზე აღმოჩენა, თუმცა ის „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე დაამტკიცეს. ამავე პერიოდში მან Tann Model Management-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გამოვიდა Gucci-ს და MM6-ის ჩვენებებზე“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here