კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ვლადიმერ ბოისა ბიზნესმენი გახდა. მან ღვინის წარმოება დაიწყო. როგორც თავად კალათბურთელი აღნიშნავს, ღვინის წარმოებით ორი წლის წინ დაინტერესდა, მაშინ როცა მისი მეგობრის უძველეს მარანში მოხვდა. ბოისას სურდა ღვინო მხოლოდ საკუთარი მეგობრებისთვის ჩამოესხა, მაგრამ ამ საქმემ ისე გაიტაცა, რომ ბიზნესად აქცია. მეღვინე ვლადიმერ ბოისას მიერ წარმოებული ღვინო, ძირითადად, საექსპორტო ბაზარზე გაიყიდება.