ვივიენ სასენის ფოტო ფესტივალი ჩატარდა

0
1812

ჰოლანდიელმა მოდის ფოტოგრაფიის ვარსკვლავმა დღევანდელ ხელოვნებაში ყველა წესი დაარღვია და გვიბიძგა, ეჭვქვეშ დავაყენოთ ის წარმოდგენები, რომელიც თანამედროვე, კომპლექსურ სამყაროში მოდის შესახებ არსებობს. მისი ფოტოები კომპლექსური, მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელია. ისინი კონცეპტუალურად ბევრად აღემატება იმ დამოკიდებულებებს მოდისადმი, რომელიც 21-ე საუკუნეს აქამდე განაგებდა. შიშველი სილუეტები, სხეულის იდეალური ფორმები და ფერთა შერწყმის საოცარი ხელოვნება. დიახ, ეს ვივიენ სასენი გახლავთ, ფოტოგრაფი რომელიც სტელა მაკარტნისთან და ლუი ვიტონთან თანამშრომლობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here