ვისთან ჰქონდა კიმ კარდაშიანს სექსი პირველად?!

0
50

კარდაშიანთა ოჯახის წევრები დიდი მორცხვობით არასოდეს გამოირჩეოდნენ, თუნდაც ის მაგალითი კმარა ამაში დასარწმუნებლად, რომ კიმ კარდაშიანმა 4,5 მილიონი დოლარი მას შემდეგ აიღო, რაც პორნო საიტმა მისი ჰოუმმეიდ პორნო ვიდეო ინტერნეტში გაავრცელა. ამას დამატებული რეალითი შოუ, რომელშიც საკმაოდ ბევრი საჩოთირო მომენტი ყოფილა, მოკლედ, კარდაშიანებმა ფულის კეთება მშვენივრად იციან და დიდად არც იმაზე დარდობენ, თუკი მათი მილიონები იმაზეა დამოკიდებული რამდენად ინტიმურ ისტორიას გაამხელენ. ამჯერად კიდევ ერთი საკამოდ ხმაურიანი განცხადება ორსულ კიმ კარდაშაინს ეკუთვნის.

რეალითი შოუს ვარსკვლავი და ქანიე უესტის ცოლი თავის პირველ სექსუალურ გამოცდილებაზე ჟურნალისტებს უპრობლემოდ უყვება და იმასაც ამხელს, ვინ იყო ის ბედნიერი ვისთანაც პირველი ინტიმური კავშირი ჰქონდა – მისი სახელი ტიტო ჯო ჯექსონია, ის გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონის ძმის შვილი გახლავთ.

“როგორც კი მივხვდი, რომ სექსუალური გამოცდილებისთვის მზად ვიყავი, დედაჩემს გავუმხილე, ის ჩემს გადაწვყეტილებას დაეთანხმა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც მომცა, სიმართლე გითხრათ, ის ძალიან პირდაპირი და გულწრფელი იყო“ – ამბობს კარდაშიანი.

კიმი ყვება იმასაც, რომ ტიტოსთან პირველად სწორედ ნევერლენდის ვილაში დარჩა – მაიკლ ჯექსონის უზარმაზარ აპარატამენტებში რომლებშიც აურაცხელი ატრაქციონი და სხვა გასართობი საშუალება გახლავთ. კარდაშიანებზე გულწრფელად საუბრობს ტიტოც, როგორ ის ამბობს, ოჯახთან დღემდე თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს, თუმცა, მათთან ხშირად შევხედრას დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს.