ვისთან ერთად მიემგზავრება სოფო ბათილაშვილი ბიონსეს კონცერტზე, რომელიც საჩუქრად ფორტუნამ გადასცა

0
2025

რუსთავი ორმა პროექტით „მხოლოდ ქართული“, რომელმაც ქართულ ტელე სივრცეში უპრეცედენტო პროექტი შექმნა, როგორც უკვე იცით შესაბამის ნომინაციაში „მუსიკალური ტელეპროექტი“ „ოქროს ტალღა 2018”-ის უპირობო გამარჯვებულად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალზე კი პროექტის გამარჯვებულმა, სოფო ბათილაშვილმა, ქართულ გრემად წოდებულ ცერემონიაზე კიდევ ერთხელ გაახარა მისი მსმენელი და ნიკოლოზ რაჭველთან და ორკესტრთან ერთად სიმღერა შეასრულა. სოფო, ასევე, რადიოჰოლდინგ ფორტუნას რჩეული გახდა და პრიზს, რომელიც მას ჰოლდინგმა გადასცა, ანუ საგზური ნიცაში ყველაზე კაშკაშა ვარკვლავის, ბიონსეს კონცერტზე დასასწრებად, სულ მალე გამოიყენებს და სანამ ის დაუვიწყარ მოგზაურობაში მის მეგობარ ქრისტინე ჯაფარიძესთან ერთად ყველაზე დასამახსოვრებელ დღეებს გაატარებს, სოფო საკუთარი განცდების შესახებ ჩვენ კამერებთან, რა გასაკვირია, რომ საკმაოდ ემოციურადაც საუბრობს. უნიჭიერესი მომღერალი და „მხოლოდ ქართულის” გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი რადიო ჰოლდინგ ფორტუნას სტუმრობდა. მომღერალმა, ასევე, მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაგვპირდა, რომ მის გულშემატკივრებს სულ მალე ახალი სიმღერებით გაახარებს და მისი ნამუშევრების მოსმენა მის ერთგულ მსმენელებს პირველად სწორედ ჩვენთან, რადიო ფორტუნაში შეეძლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here