ვისთან ერთად ატარებს ზამთრის შვებულებას იუნა შაფათავა?

0
1835

მსახიობმა იუნა შაფათავამ, ზამთრის არდადეგები ჯერ ნიუ-იორკში გაატარა, ახლა კი შვეიცარიაში იმყოფება. იუნამ ქვეყანა დებთან ერთად დატოვა. მას ამერიკაში ერთი საინტერესო ისტორიაც გადახდა, აღმოჩნდა, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი იქაც აქტუალურია, ამის შესახებ შაფათავამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ვზივარ დღეს სუფთა წყლის ამერიკულ დაინერში ყავას ვსვამ, ყველა ფერის და ხარისხის ხალხი ირგვლივ სადილობს ან ისვენებს. ვკვდები ისე მინტერესებს ეს ხალხი. ტელევიზორია ჩართული. მკვლელობა, აფეთქება, მეორე აფეთქება, სირიის კოშმარი – ახალ ამბებს უყურებს ყველა. და უცბად – ჟურნალის ყდა და მოყვება აღტაცებული აღწერა:gender revolution-სქესის შეცვლაზე…”

უცბად დედის გინება და თან როგორი….fuck you people are dying, who the fuck cares of your sexual orientation changes? fuck u fuck u fuck u…. გავშეშდი მეთქი რა მოყვება ახლა ამას, თან ეს კაცი თავის ლუდის ბოთლს და ხელებს, სადაც ზის, ბარის სადგამს უბრახუნებს ცოფებით…. რა მოყვა და მთელი დაინერის თავის ქნევა oh yeah oh yeah და გაგრძელება, რომ ვინ ქალია ვინ კაცი, ვის ადარდებს რა წაგვიღეს ტვინიო… მეც წავბურდღუნე – ბავშვები იხოცებიან, ამათი სქესი ვის რაში დაეკარგა…. რა მაგარია, შენც რომ ასე ფიქრობო (ვაი yunusik) – ჩემი შენ გითხარი, კი გავიფიქრე…

არ იციან სუფთა ქართული “ლიბერალების” გამოხტომები, მაგ oh yeah და fuck u-ზე მთელი საქართველოს ერთკვირიანი განხილვა რომ მოყვებოდა..”

ნიუ-იორკიდან იუნა, დეა და სოფო შაფათავები, შვეიცარიაში გაემგზავრნენ. სადაც რამდენიმე დღით დარჩებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here