ვისთან ერთად ატარებს ჰავაიზე დროს ვიქტორია ჯასთისი?!

0
75

ვიქტორია ჯასთისი არდადეგებს ჰავაიზე, ჰონოლულუში ატარებს. პაპარაცებმა მსახიობი და მისი რჩეული პირსონ ფოდი ცოტა ხნის წინ სანაპიროზე დააფიქსირეს. როგორც გამოცემები წერენ წყვილი ძალიან ბედნირი ჩანდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელებული ჭორები მათ შორის არსებული უთანხმოების შესახებ მხოლოდ ყვითელი გამოცემების მიერ აგორებული ჭორებია.

ვიქტორიასა და პირსონს გასულ წელს მართლაც ჰქონდათ პრობლემები ურთიერთობაში და ამის გამო ტაიმ აუტის აღებაც კი გადაწყვიტეს, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ორწლიანი რომანის შემდეგ წყვილი ძალიან კარგად გრძნობს თავს და ფაქტია, რომ ახლო მომავალში დაშორებას ნამდვილად არ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ერთმანეთი 2013 წელს “Naomi and Ely’s No Kiss List”-ის გადასაღებ მოედანზე დაიწყეს და მათ შორის გრძნობაც მალევე გაჩნდა. რაც შეეხება ზემოთხსენებულ ფილმს – ეს უკანასკნელი კინოეკრანებზე სწორედ ამ შემოდგომაზე გამოვა…