“ვისოლი“ კამპანიას – “აღადგინე ბორჯომის ტყე“ შეუერთდა

0
1913

“აღადგინე ბორჯომის ტყე”- მასშტაბური კამპანიაა, რომლის მიზანიც იმ ტერიტორიის გამწვანება და განაშენიანებაა, რომელიც 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდა. შემთხვევის შედეგად, მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული, თითქმის 1000 ჰექტარი ფართობის ტერიტორია და 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი განადგურდა. კამპანიაში არაერთი ადამიანი და კომპანია ჩაერთო, მათ რიცხვს “ვისოლიც” შეუერთდა და თანამშრომლებთან ერთად, თავისი წვლილი შეიტანა განადგურებული, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების მქონე ტყის აღდგენაში, რომლის არსებობა რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას განაპირობებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here