“ფრენჩ ტივი TF1”-ის ცნობით, ხატია ბუნიათიშვილი და იან ბარტე, ოქროს ქიუს მფლობელები გახდნენ. ხატია იან ბარტეს შოუს ხშირი სტუმარია. პიანისტმა გადაცემაში, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ხატიასთვის ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც 2016 წელს დაფიქსირდა, მისი საყვარელი გუნდის წაგება იყო. კითხვაზე ვისი ნახვა გაახარებდა ყველაზე მეტად, პიანისტმა უპასუხა რომ ასეთი ადამიანი კრიშტიანო რონალდუ არის.