“ვისაც სიყვარული გამოგონილი მითი გონია მარტო იმიტომ, რომ …” – ხატია სიჭინავა სიყვარულზე ალაპარაკდა

0
19

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სიყვარულზე ესაუბრება.

“მეცინება ადამიანებზე, ვისაც ბედნიერება და სიყვარული აღიზიანებს, ვისაც გონია რომ ფულით მატერიალურის გარდა საერთოდ რამის ყიდვა შეუძლია, ვისაც სიყვარული გამოგონილი მითი გონია მარტო იმიტომ რომ თვითონ უსიყვარულოდ ამთავრებენ სიცოცხლეს, ვისაც საერთოდ რამე გონია ღირებული შენი საკუთარი ოჯახის გარდა, ვინც ვინმეს ემტერება ნებისმიერი სულელური მიზეზის გამო, ვინც იმდენად ეგოისტია, რომ ცხვირის იქეთ ვერაფერს ვერ ხედავს, ვინც ცხოვრებას ცუდი სიტყვების რახარუხში და ვითომ ცინიკოსობაში ატარებს, ვისაც ვერ გაუგია რომ ბოროტსა სძლია კეთილმა მითი არ არის, ვინც ჩემს თვალწინ პატარავდება და იჭმუჭნება, მეცინება გაფლანგულ დროზე და ადამიანების უგუნურებაზე და მიყვარს ჩემი ცხოვრება ყველა მნიშვნელობით, ყველა წამით და ყველა ისტორიით ცუდით თუ კარგით… ცუდი გვასწავლის კარგის უფრო მეტად დაფასებას ❤️”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here