ვის უხსნის სიყვარულს სოფო ნიჟარაძე?

0
2608

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში დედას ემოციურ პოსტს უძღვნის:

“დედი, შენ ხარ ჩემი ყველაფერი, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემთვის სტიმულის მომცემი, გამამხნევებელი, მუდამ გვერდით მდგომი, ყველაფერში და ყოველთის ჩემი მხარდამჭერი, ჩემი სიყვარული, გული, სული.

ვიღვიძებ, პირველი გირეკავ, დამცინი ხოლმე, რა გინდა, რას გადამეკიდეო? შენი შეყვარებული ვარო? სადღაც მიდიხარ და ვნერვიულობ, ასჯერ გირეკავ, მაგაზეც დამცინი, შენ ხარ ჩემი შვილი თუ მე შენიო? ვიძინებ, შენ გხედავ და ასე მინდა იყოს სულ, მუდამ გვერდით მყავდე და გიხაროდეს ჩემი, იკას, გიგულის, იოს ყოველი წამი, იზიარებდე ჩვენთან ერთად და სულ ღიმილი, რომელიც ძალიან გიხდება, გქონდეს სახეზე! ძალიან, ბედნიერი იყავი, ჯანმრთელი, გახარებული! გილოცავ დაბადების დღეს”, – ამ ამაღელვებელი მილოცვასთან ერთად მომღერალმა, დედასთან გადაღებული ფოტოც ატვირთა.

14316850_1317756934903816_6745176065126788167_n

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here