ვირტუალური რეალობის გასართობი სივრცე – რას სთავაზობს ქართველ ფენტეზის მოყვარულებს VR House?

0
2670

21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქად მიიჩნევა, სწორედ ამიტომ გართობის მეთოდებიც შეიცვალა. დღეს სახლიდან გაუსვლელადაც შეგვიძლია დროში მოგზაურობა, სასურველ ადგილების დათვალიერება ან საყვარელ ვიდეოთამაშში ჩართვა. ვირტუალურ სამყაროში შესაბიჯებლად კი მხოლოდ შესაფერისი ჩაფხუტი, სათვალე და ყურსასმენიც საკმარისია.

ეკრანზე გამოსახულ კომპიუტერულ თამაშებს, დღეს პოპულარობა ვირტუალურმა, სამგანზომილებიანმა სივრცემ ჩამოართვა. ახლა თავად შეგიძლიათ, კომპიუტერული გამოსახულებებითა და ხმებით სამყაროს მოდელირება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არცთუ ბევრი ადგილი მოიძებნება, სადაც ვირტუალური რეალობით გართობაა შესაძლებელი. “VR house” კი უმაღლესი ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული სივრცეა, რომელიც მსოფლიო სიახლეებს ფეხს უწყობს და ქართველ ვირტუალური სივრცის მოყვარულებს, უახლეს თამაშებს სთავაზობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here