ვიქტორია ბექჰემმა მაღაზიის გახსნაზე თავი შეირცხვინა

0
175

დევიდ ბექჰემს სირცხვილის კორიდორდში გავლა ცოლის გამო მოუწია. რამდენიმე დღის წინ ვიქტორია ბექჰემმა ლონდონში თავისი ბუტიკის იუბილე მასშტაბური წვეულებით აღნიშნა, რომელსაც მისი მთელი ოჯახი დაესწრო. ვიკი შესასვლელში ფეხბურთელ მეუღლესთან ერთად გამოჩნდა, თუმცა ის გლამურული ლუქი, რომლითაც Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა მაღაზიაში შეაბიჯა, სალონიდან გამოსვლისას სრულიად შეცვლილი აღმოჩნდა. რამდნეიმე საათიანი ფართის შემდეგ, სალონის უკანა გასასვლელში დევიდი და ვიქტორია გამოჩნდნენ. ვიკი კი ისეთი მთვრალი იყო, რომ ფეხზე ძლივს იდგა და კიბეებზე ჩამოსვლას დევიდის მაჯაზე ჩამოკიდებული ცდილობდა.

ცნობილი ფაქტია, რომ შამპანური და ღვინო ვიკის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ქალი, რომელიც თავის გარეგნობას და ჯანმრთელობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, ბევრს არასდროს სვამს. ეტყობა თავისი ლონოდური მაღაზიის პირველ იუბილეზე ისე ინერვიულა, რომ რამდენიმე ბოთლი ვისკი ჩაცალა, თურემ ამ მდგომარეობამდე სხვა რა მიიყვანდა. ისიც თვალსაჩინოა, რომ დევიდი დიზაინერისთვის მთავარი საყრდენი კლდეა. ქმარმა გალეშილი ცოლის გვერდიგვერდ გაიარა ფოტოგრაფებისგან შექმნილი დერეფანი და საკმაოდ მკაცრი სახით გაემართა ავტომობილისკენ.

საღამო კი მშვენივრად დაიწყო. თეთრი ბუშტებით სავსე ბუტიკში დევიდი და ვიქტორია ბოლოს მივიდნენ. როგორც გავრცელებული ფოტოებით ჩანს, საღამოს წყვილის უფროსი ვაჟი – ბრუკლინიც დაესწრო. ლონდონის მოდის კვირეულის ბოლო დღეს ვიქტორია ბექჰემმა დოვერ-სტრიტზე მდებარე ბუტიკში სრულიად ელიტა შეკრიბა. ვიქტორიასთვის მისალოცად მისულ სტუმრებს შორის ნაომი კემპბელი, ანტონიო ბანდერასი, მიროსლავა დუმა და სხვა ვარსკვლავები იყვნენ. სტუმრებმა შესანიშნავი დრო გაატარეს.

წვეულებამ რამდენიმე საათი გასტანა. დაჟინებული პაპარაცებისთვის კი დროს მნიშვნელობა არ აქვს. ცნობილმა ცოლ-ქმარმა გაპარვა უკანა შესასვლელიდან სცადა, მაგრამ იქ ჩასაფრებულმა ჟურნალისტებმა ვიკის მთვრალ მდგომარეობაში გადაღება მაინც მოახერხეს. ყველაზე უხერხული კი ისაა, რომ ფოტოებში გარკვევით ჩანს ვიკის შავი შარვლის გამუქებული უბე, რომელსაც საღამოს დასაწყისში გადაღებულ სურათებზე არაფერი ეტყობა. ჩვენ არაფერს ვამბობთ, მაგრამ ლოგიკურ დასკვნას უჩვენოდაც გააკეთებთ.