2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ოქრუაშვილი, გორში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად, ამ ძაღლების დაძინებას მიიჩნევს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა: “რაც არ უნდა ილაპარაკონ ვიღაც არასამთავრობოებმა, რომ ეს არის არაჰუმანური აქტი, ჯობია 10 კაცი იყოს კმაყოფილი, ვიდრე ერთი უკმაყოფილო. 6 წელი ევროპაში ვიცხოვრე და ვიცი, დაძინების პროგრამა არსებობს. დააძინებ ამ ძაღლებს და პრობლემა მოგვარდება, ვიდრე 24 საათი აჭამო”
ოქრუაშვილის განცხადებას არასამთავრობოებთან ერთად, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილიც გამოეხმაურა:
“ აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ! წარმოუდგენელი განცხადებები გრძელდება! ვინც ამასთან ერთ აზრზე ხართ …. თქვენი ყველას *****************!!!!“