ვინ ურჩევს საქმეს ინგა გრიგოლიას – „წარმოუდგენელი ამბავი მჭირს…“

0
2357

ინგა გრიგოლიამ პოლიციაში განცხადება შეიტანა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე. ტელეწამყვანმა ჩვენებაც მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით. ორად გაჭრილი ლეკვის ფოტო, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში იპოვეს, გლდნაში მცხოვრებმა ბიჭმა საკუთარი „ფეისბუქის“ გევრდზე გაავრცელა, რის შემდეგაც ის ტელეწამყვანმა ნახა და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა პირველ რიგში, თავად იაქტიურა და პოლიციამ საქმე აღძრა. დღეს ტელესახე წერდა, რომ ის მეორედ დაიბარეს გამოკითხვაზე, მანამდე კი პოლიციაში ის ბიჭი დაიბარეს, რომელმაც ლეკვის ფოტო „ფეისბუქზე“ ატვირთა. ამის შემდეგ, როგორც ინგა გრიგოლიას მიერ ახლახან გამოქვეყნებული სტატუსიდან ირკვევა, ბიჭის დედა მას „ფეისბუქზე“ საქმეს ურჩევს.

 

ინგა წერს:

„წარმოუდგენელი ამბავი მჭირს, იმ ბიჭის დედა მირჩევს საქმეებს ფბ-ზე, ვის გვერდზეც პირველად დაიდო ლეკვის სურათები. როგორ გაბედე და დასქრინეო… ჟურნალისტურ ეთიკაზე და რაღაც სისულელეებზე მელაპარაკება. ოღონდ არც ერთ გადაცემაში და ინტერვიუში იმ ბავშვის გვარი და სახელი არ მიხსენებია… არც ერთში, თუმცა გამოკითხვისას პოლიციას მოვუყევი… იმას კი არ კითხულობს, შვილის გვერდზე რომ გაჩნდა ეს სურათები. მე მირჩევს საქმეებს. იმედია, ბოლოს მე არ გამოვალ დამნაშავე, რატომ შევიტანე განცხადება პოლიციაში“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here