ვინ შეახვედრა ეკა ხოფერია მეუღლეს – „მათ ჩამომიყვანეს მიშკა ხუჯაძე საქართველოში…“

0
3417

დღეს „ქართული ხმების“ ერთ-ერთ წევრს, გია ჭირაქაძეს, ვარსკვლავს უხსნიან. ამ ამბავს ტელეწამყვანი ეკა ხოფერია ეხმაურება და იხსენებს, რომ მეუღლესთან სწორედ „ქართულმა ხმებმა“ შეახვედრეს…

„ძველი „ქართული ხმებისადმი“ ჩემი დამოკიდებულება ხო იცით, ყველა სხვა ობიექტურ მიზეზთან ერთად, განსაკუთრებით მიყვარს ეს ხალხი, მათ „ჩამომიყვანეს“ მიშკა ხუჯაძე საქართველოში. შეხვდა მონპელიეში, მოიპატიჟა, იმღერეს, გადაირია თავიდან და ჩამოვიდა, მერე მნახა მე და დანარჩენი კი იცით.

ჰოდა, მხვდებიან ამას წინათ ბათუმში, ჩვენს ამბებზე რატომ არ მოდიხარო, თქვენ დაგეგმეთ თქვენებური მოგზაურობა და მე „აგეტორღიალებით“-მეთქი, კიო, მივხვდითო, „ამ ბოლო დროს კარგად აეტორღიალებიო ხალხს და კარგად გამოგდისო“, ჰოდა, დავიგეგმეთ, ელოდეთ ჩემი და „ქართული ხმების“ ტორღიალს უახლოეს მომავალში, დიდი ხნითაც არ გადავდებ.

ეს ამბავი კი გია ჭირაქაძისთვის ვარსკვლავის გახსნამ გამახსენა, არ ვიცი, რომელიმეს აქვს თუ არა „ფეისბუქი“, მაგრამ ვიცი, მიუვათ და ასე საჯაროდ ვუხსნი სიყვარულს ამ ადამიანებს <3“ - აღნიშნავს ეკა ხოფერია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here