ვინ იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი სელებრითი, ვინც iphone 7 შეიძინა?

0
5338

iphone 7 – ის ბაზარზე გამოჩენას, მთელს მსოფლიოში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის საქართველოშიც, სადაც ამ კონკრეტულ ბრენდს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. უახლესი მოდელის შესახებ მოსაზრებები ორად გაიყო, ზოგი თვლის, რომ iphone 7  წინამორბედისგან მნიშვნელოვნად არ გამოირჩევა და მის შეძენას მსუბუქად, რომ ვთქვათ აზრი არ აქვს. ზოგი კი დღედაღამ მის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობს. თუმცა არის მესამე კატეგორიაც, ვინც უკვე მოასწრო და აიფონის უახლესი მოდელი შეიძინა.

ერთერთი პირველი ქართველი ცნობადი სახე, ვინც აიფონ 7 – ის მფლობელი გახდა, ტელეწამყვანი ანა იმედაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანას მეუღლემ, რეჟისორმა დათო იმედაშვილმა დაწერა: “iPhone 7 Anna Imedashvili – მა ააგდო, მე ვერა :)).”  ანამ და დათომ ტელეფონი ჩინეთში შეიძინეს, ამისთვის მათ საკმაოდ დიდ რიგში მოუწიათ დგომა, თუმცა როდესაც აიფონის ბოლო მოდელს ეხება საქმე ლოდინი რა მოსატანია, მითუმეტეს თუ ის საყვარელი ქალისთვის არის განკუთვნილი. როგორც ვიცით, ანა იმედაშვილს ქმარი საჩუქრებით, ხშირად ანებივრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here