გრემის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და მესვეურები ღონისძიების დეტალებს ნელ-ნელა გვამცნობენ. ამჯერად იმ ვარსკვლავების სია გამოქვეყნდა, რომლებიც საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ.
ჯასტინ ბიბერი, პიტბული, ადელი და სხვა შემსრულებლები ღონისძიებაზე ნომრებით გამოვლენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ 58-ე ცერემონიას ლედი გაგა გახსნის და დევიდ ბოუის 3 სიმღერას შეასრულებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ საღამოს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტუმარი ჯონი დეპი იქნება, მსახიობი თავის ჯგუფთან – The Hollywood Vampires, ერთად გამოვა, რაც მისი დიდ სცენაზე – პირველი პროფესიონალური, მუსიკალური დებიუტი იქნება.