„ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, რომელიც კატოს მამას (ნუგზარ ერგემლიძე) მოსწონს. მისი სახელია მერი. წყვილი ერთმანეთის ნაგვის ურნასთან ხვდება და ახალი რომანი იწყება.
სერიალის მაყურებელმა ახალი პერსონაჟი „ჩცდ“-ს უკვე არსებულ გმირს, ნინო ერისთავს მიამსგავსა, რომელსაც თათული დოლიძე ასახიერებდა. კომენტარებში ნამდვილი დისკუსია გაიმართა, რადგან მაყურებლის ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ თათული დოლიძეს უყურებდა. თუმცა, რასაკვირველია, ერთსა და იმავე სერიალში შეუძლებელია, სხვადახვა პერსონაჟს ერთი მსახიობი განასახიერებდეს, თუკი რაიმე სპეციფიკურ სცენართან არ გვაქვს საქმე…
გარეგნული მსგავსება აშკარად არის, თუმცა მერის როლი „ჩცდ“-ში ასევე პროფესიით მსახიობს, თამარ დათუაშვილს ერგო, რომელიც რამდენიმე კინოფილმშია გადაღებული და ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს.
სხვათა შორის, თამარ დათუაშვილის მეუღლე, ცნობილი მსახიობი, ზურაბ ცინცქილაძეა, რომელიც მაყურებელს არაერთი როლიდან ახსოვს, მათ შორის სერიალებშიც.