ვინ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა “ნიჭიერის“ ჟიურიში? (ვიდეო)

0
2084

“ნიჭიერის“ სცენაზე წინა სეზონის კონკურსანტი, გოჩა დაბრუნდა. წინა სეზონზე გოჩას გამოჩენამ “ნიჭიერის“ ჟიური გააოგნა, ახლა კი ჟიურიმ ის სცენაზე გასვლისთანავე იცნო. გოჩა მუცლის ცეკვას ასრულებს და ის სწორედ ამ ნომრით გახდა ცნობილი. სექსუალურად ჩაცმული მამაკაცი სცენაზე ხმლით გამოვიდა. “წელს ძალიან გაშიშვლებული მოხვედი“ უთხრა გოჩას ნიკა გვარამიამ, მისი შენიშვნა მოცეკვავემ არ მიიღო. პირველმა ლედიმ კი აღფრთოვანება ვერ დამალა და მას, შემდეგ ტურში გადასვლის საშუალება მისცა. ზალიკო უდუმაშვილმა კი გოჩას ცეკვა დაიწუნა. ამის მიუხედავად გოჩას, პროექტის შემდეგ ტურში მაინც ვიხილავთ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nichieri/videos/10154561159725845/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here