23 ივნისს, “ოქროს ტალღა 2015” დაჯილდოების ცერემონია კლუბ “ოტიუმში” გაიმართა. მუსიკალური კონკურსი, რომლის მიზანიც ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა, რადიოჰოლდინგმა “ფორტუნამ” 2013 წელს დააფუძნა. კონკურსი წელს მესამედ გაიმართება და 2015 წლის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სიმღერის, შემსრულებლების, დუეტების და ჯგუფების გამოვლენას ითვალისწინებდა.
დავიწყოთ იმით, რომ წლევანდელ დაჯილდოვება კიდევ უფრო დახვეწილი იყო, გასული წლებისაგან განსხვავებით. რა საკვირველია, დაჯილდოვების ცერემონიას მთავარ კრიტერიუმებად წითელი ხალიჩა, საგანგებოდ ჩამოსხმული ფიგურები და ფულადი ჯილდო გახლდათ.
თითქმის ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართული თანამედროვე პოპ მუსიკის განვითარებაში შეუტანია წვლილი, დაჯილდოვებამდე წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი მოგეჩვენოთ, წითელ ხალიჩაზე პირველი გიორგი ხუციშვილი გამოჩნდა, რის შემდეგაც უკვე მოჰყვნენ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები. ზოგი მეუღლესთან, ზოგი შეყვარებულთან, ზოგიც კი უბრალოდ საყვარელ ცხოველთან, ძაღლთან ერთად გამოჩნდნენ.
შოუბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად პოზიორობდნენ კამერების წინ, მიუხედავდ იმისა რომ ესეთი ივენთები საქართველოში იშვიათად იმართება. როგორც ჩვენთან საუბრობდნენ, ეს არის საამაყო და იშვიათი დაჯილდოვება, რომელიც უბიძგებს მომღერალს შექმნას რაიმე ახალი მუსიკა.
ოქროს ტალღის გამარჯვებულთა ვინაობა ჟიურიმ გამოავლინა. წლის სიმღერა, წლის მომღერალი ქალი და მამაკაცი, წლის დუეტი, ჯგუფი, ანსამბლი, დებიუტი და სხვა – ეს ის ნომინაციებია, რომლებში გამარჯვებულებიც “Golden Wave”-ზე დასახელდნენ.
წლის მომღერალ ქალად ნინი ბადურაშვილი, მამაკაცად კი – ოთო ნემსაძე დასახელდა. წლის სიმღერად “ნამი ველს” დასახელდა, რომელიც “33ა”-ს ეკუთვნის. ამავე ჯგუფს ერგო გამარჯვება წლის საუკეთესო ჯგუფის კატეგორიაში. საუკეთესო პოპ-სიმღერის კატეგორიაში გამარჯვება რატი დურგლიშვილმა მოახერხა. სწორედ მასვე ერგო Music Box-ის რჩეულის სტატუსიც, ვიდეო ნამუშევრით “ქაღალდის ნავი”
გამარჯვებულთა სრული ვინაობა და დეტალური მიმოხილვვა იხილეთ “ოქროს ტალღის” ოფიციალურ საიტზე…